სამართალი - 150 ვაკანტური ადგილი.
საერთაშორისო სამართალი - 30 ვაკანტური ადგილი.
მიგრაციის მართვა - 10 ვაკანტური ადგილი.
საჯარო მმართველობა (ინგლისურენოვანი) - 25 ვაკანტური ადგილი.
ევროპისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) – 30 ვაკანტური ადგილი.
რექტორის ბრძანება N:207/01-01, 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.
დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: uni-can.tsu.ge
მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს 10:00 საათიდან, რეგისტრაცია დასრულდება 06 სექტემბერს 17:00 საათზე.
ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი!
ჩარიცხვის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატმა 20-23 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები რაც ატვირთა ელექტრონულად (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოს ფაკულტეტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან არ მოხდება ხელშეკრულების დადება (ხელშეკრულების გაფორმების ადგილზე და დროზე დამატებითი ინფორმაცია დაიდება საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ).
უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ნიმუშები:
სამართალი:
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), B2 დონის უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.
მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ:
გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა 4 საათი.
გამოცდა უცხო ენაში B2 (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - ხანგრძლივობა 3 საათი.
გამოცდის ნიმუში უცხო ენაში იხილეთ შემდეგ ბმულზე
კერძო სამართალი, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოსამზადებელი საკითხები
სისხლის სამართალი, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოსამზადებელი საკითხები
საჯარო სამართალი, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოსამზადებელი საკითხები
გაითვალისწინეთ:
კერძო სამართლის მიმართულებით სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება 2 თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი ფასდება 30 ქულით) და 1 კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან (ფასდება 40 ქულით).
შენიშვნა: მხოლოდ კაზუსის ამოხსნის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
სისხლის სამართლის მიმართულებით სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება 2 თეორიული საკითხი (1 სისხლის სამართლის ზოგადი და 1 სისხლის სამართლის კერძო ნაწილიდან, თითოეული საკითხი ფასდება 30 ქულით) და 2 კაზუსი სისხლის სამართლის პროცესიდან (თითოეული კაზუსი ფასდება 20 ქულით).
შენიშვნა: მხოლოდ კაზუსის ამოხსნის დროს გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
საჯარო სამართლის მიმართულებით სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება 1 კაზუსი კონსტიტუციური სამართლიდან (ფასდება 50 ქულით) და 1 კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან (ფასდება 50 ქულით).
შენიშვნა: კაზუსის ამოხსნისას შესაძლებელია გამოიყენოთ საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
საერთაშორისო სამართალი:
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), B2 დონის ინგლისური ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.
გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა 4 საათი.
გამოცდა ინგლისურ ენაში B2 - ხანგრძლივობა 3 საათი.
გამოცდის ნიმუში უცხო ენაში იხილეთ შემდეგ ბმულზე
საერთაშორისო სამარათალი, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მოსამზადებელი საკითხები
გაითვალისწინეთ:
სპეციალობის გამოცდაში მოცემული იქნება 4 თეორიულ-ანალიტიკური საკითხი (თითოეული შეფასდება 25 ქულით), რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს. საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად, მაგრამ ლაკონურად. საკითხის განხილვისას საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი მითითება და ანალიზი. მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა (ნაწერის წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზების გამო) და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა.
მიგრაციის მართვა:
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის (იხ. სსგ-ის გზამკვლევი), ჩაბარების შემდეგ, რომელმაც აგრეთვე უნდა ჩააბაროს ინგლისური ენა B2 დონეზე, ან წარმოადგინოს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ჩააბაროს გამოცდა სპეციალობაში
გამოცდა სპეციალობაში- ხანგრძლივობა 4 საათი.
გამოცდა ინგლისურ ენაში B2 - ხანგრძლივობა 3 საათი.
გამოცდის ნიმუში უცხო ენაში იხილეთ შემდეგ ბმულზე
გამოცდა სპეციალობაში - წერითი გამოცდა (ესსე მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე).
საკონტაქტო ინფორმაცია:
სამართალი; საერთაშორისო სამართალი: თამარ თაკალანძე, ელ.ფოსტა: tamar.takalandze@tsu.ge მობილური: 557454313
მიგრაციის მართვა: მარინე კილაბერია, ელ.ფოსტა: marine.kilaberia@tsu.ge მობილური: 591050911
საჯარო მმართველობა (ინგლისურენოვანი); კიოლნი (გერმანულენოვანი) : თამარ ბერიშვილი, ელ.ფოსტა: tamar.berishvili@tsu.ge მობილური: 577713000 https://www.facebook.com/PublicAdministrationTSUSpeyer?mibextid=ZbWKwL&_rdr
ევროპისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) : ნინუცა ფანცულაია, ელ-ფოსტა: ies.assistant@tsu.ge მობილური: 599298783